street spirit(fade out)

ცნობილი ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფის radiohead-ის სიმღერა street spirit(fade out) არის ჩემთვის ძალიან საყვარელი,დღეში მილიონჯერ ვუსმენ, ამიტომაც ერთი სიმღერის ისტორიის კატეგორიაში ეს სიმღერა პირველი იქნება.

ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ტომ იორკმა დაწერა, იგი შესულია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. ჯგუფის სოლისტი ტომ იორკი ამ სიმღერას ჯგუფის ყველაზე სევდიან სიმღერად მიიჩნევს და ახასიათებს როგორც ბნელ გვირაბს, რომლის  ბოლოს სინათლე არ ჩანს. როგორც მან აღნიშნა ტექსტის დასაწერად ინსპირაციად გამოიყენა ბენ ოკრის ნოველა “ნაშიმშილები გზა”, ხოლო მუსიკის შესაქმნელად ცნობილი ჯგუფი R.E.M.-ის შემოქმედება, თავდაპირველად სიმღერას ერქვა “Three Headed Street Spirit”,  ჯგუფის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს საბოლოოდ ის, რაც ახლა ჰქვია.

ტომ იორკი  ამ სიმღერასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს შემდეგს:”street spirit არის ჩვენი სიმღერებიდან ყველაზე სუფთა, მაგრამ მე ის არ დამიწერია, ის თვითონ დაიწერა, თავისთავად, ჩვენ უბრალოდ ვართ მაცნეები,მისი მისამღერი საოცრად მისტიურია ჩემთვის, მინდოდა ისეთი სიმღერა დამეწერა რომელიც სრულ უიმედობას გადმოსცემდა. ყველა  ჩვენს სევდიან სიმღერას სადღაც მაინც აქვს იმედისმომცემი შუქი, ეს სიმღერა კი ბნელი გვირაბია, ბოლოში ნათელის გარეშე. მე გამოვაცალკევე ჩემი ემოციური რადარი ამ სიმღერისგან, ისე ვერ შევასრულებდი, გავსკდებოდი ან სცენაზე დავეცემოდი, აი რატომ არის მისი ტექსტი მხოლოდ კონებად შეკრული პატარა ისტორიები.

ჩვენი ფანები არიან ძალიან გულადები, რადგან მე ამ სიმღერით ვაღწევ მათში, ან ისინი ვერ აცნობიერებენ  თუ რას უსმენენ.  ისინი ვერ აღიქვამენ იმას, რომ street spirit  არის სიმღერა ფართოდ გახელილ თვალებში მომზირალი ეშმაკზე და არ იციან, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ბოლო სიცილი მაინც ეშმაკს ეკუთვნის. ეშმაკს მართლაც ეკუთვნის ბოლო სიცილი ყველანაირი გამონაკლისის გარეშე და რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ ამაზე, მითუფროა საშიშროება რომ გავსკდე, ავფეთქდე.

სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვუკრავთ ამ სიმღერას კონცერტის დასასრულს….

ესეც სიმღერა,დატკბით 3:)

ლაშქრობა როგორც ასეთი…..

ლაშქრობაა….. ჰოო… როცა მეკითხებიან თუ როდის დავიწყე აქტიურად ლაშქრობა?საკმაოდ დიდიხანი ვფიქრობ ხოლმე,ტვინის საკმაოდ დიხანს დაძაბვა მჭირდება, რათა პასუხი გავცე ამ კითხვას, ბავშვობიდან არის ჩემი პასუხი, არც კი მახსოვს ჩემი თავი ტყის, მთისა და კლდე-ღრეს გარეშე, მთავარი როლი კი ბაბუამ ითამაშა, ყოველთვის ის დაგვატარებდა ტყეში მთელი დღე გვიწევდა სიარული, რატა ლამაზ-ლამაზი ხედებით დავმტკბარიყავით და ზამთრის სუსხს თავდაღწეული ყვავილებიც მოგვეკრიფა, არასდროს დავღლილვარ ასე სიარულით, მერე გავიზარდე და მეგობრეთან ერთდ უფრო სერიოზულად დავიწყე სიარული, ერთი პერიოდი კლდეზე ცოცვაზე დავდიოდი და სადმე სალაშქროდ წასულს რაიმე კლდეს თუ შევამჩნევდი მაშინვე ზედ გავჩნდებოდი…..ისე  ინტერესები მუდმივად მეცვლება, ქაოსური ვარ და  ვერ ვიტან წესრიგს, ერთადერთი რის მიმართაც არათუ გამინელდა ინტერესი უფროდაუფრო მიღრმავდება არის ლაშქრობა…. ყველაზე მაგარი შეგრძნებეი საიდან იწყება იცით? აი წინადღეს ჩანთას რომ ალაგებ, აი უკვე გეწყება გულის ფართხალი, სასიამოვნო სითბო გეღვრება მთელს სხეულში და სახეზე ღიმილს ვერ მოგაშორებს ვერავინ და ვერაფერი, მერე დილით ადრე შეკრების ადგილისკენ რომ დაიძვრები და შენნაირ  ადამიანებს რომ ხედავ, მიუხედავად იმისა ძალიან ადრე რომაა,ცივა და მაინც ბედნიერებისგან სახეგაბადრულები რომ შემოგანათებენ სახეს, ყველაფერი უფრო უკეთ და უკეთ მიდის მარშირებას რომ იწყებ, მიდიხარ,მიდიხარ, ხან ტყეში გიწევს ბოდიალი,ხან წყალში,ხან მზღვისდონიდან 800 მეტრზე და უცბად ჰოპლაა და 2200ზე ხარ, შენს თვალწინ ისე სწრაფად იცვლება პეიზაჟი, გაშლილი მწვანედ თუ ოქროფრად მობიბინე მინდვრებიდან, ნაცრისფრდ მოქუფრული წვეტიანი კლდეებით შემოსილი მთის მასივებამდე, მოლივლივე ტბებიდან სიცხისაგან გამოფიტულ და გადაოქროფერებულ უდაბნომდე, თავი სიზმარსი გგონია, აი ისეთ სიზმარში მთის წვერზე რომ დგახარ მთელი სამყარო რომ შენს ფერხთითაა, გარშემო ფუმფულა რძისფერი ღრუბლებია, სადრაც ჰორიზონტზე მზე რომ ეთხოვება თავისი ცეცხლისფერი სხივებით საყვარელ დედამიწას, შენ სრულ სიჩუმეში დგახარ, სუნთქვასაც კი იკავებ, რადგან გგონია ზედმეტად ახმაურებ გარემოს,  უცბად ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ვიღაც თეთრწვერა თეთრებში შემოსილი ზურგზე გეხება და გაჟრიალებს მთელს სხეულს მოივლის ელექტრომუხტი,ბოლოს ტვინში დიდ აფეთქებას მოაწყობს, აი ისეთს ერთ დროს კოსმოსში რომ მოხდა და ქაოსისგან წესრიგი რომ წარმოშვა, აი ამ დროს ხდები ყველაზე “სრულყოფილი”, დალაგებული, თითქოს შიგნიდან უყურებ ყველაფერს და შენ წამში იზრდები, გრძნობ როგორ გემატება ძალა და გრძნობ ერთიანობას, სამყაროს წრიულობას, ბუნებისგან გაჩენლი ისევ ბუნების წიაღში დაბრუნებული ხარ ერთი არსის პატარა ნაწილი და ეს არის წამი, როდესაც არ გახსოვს ვინ ხარ, საიდან ხარ, რა გინდა….. შენ უბრალოდ უნივერსის ერთ-ერთი პატარა ბედნიერი ნაწილი ხარ, აი ასე მიიღწევა ბედნიერებით ტკბობა, იქამდე სანამ არ ვუბრუნდებით იმ არსს, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში ვირგებთ…. აი ასე გვხდის ლაშქრობა იმად რაც ვართ, აი ასე გვაწრთობს და გვაქცევს ერთიანს…..

ამ განყოფილებაში დავწერ იმ სალაშქრო თავგადასავლების შესახებ, რაც დაგეგმილი მაქვს…….

პირველი პოსტისმაგვარი :)))

საშინლად რთულია დაწყება, ათას რაღაცას ფიქრობ, ასე ხომ არ სჯობდა ან იქნებ არაა,სხვაგვარად დავიწყებ, დაწერ რაღაცას,მერე წაშლი, დაწერ, ისევ წაშლი და ასე გრძელდება….. ბევრი ფიქრისა და საკუთარ თავთან ბჭობის შემდეგ გადავწყვიტე პირველი პოსტი დამეწერა ექსტრემალურ სპორტის სახეობებზე და ზოგადად ექსტრემალებზე,მაშ ასე წარმოგიდგენთ პირველრიგში იმ სახეობებს, რომლებმც ჩემი ყურადღება მიიქცია და დამაინტერესა:

პირველ რიგში მინდა გამოვყო “ბანზაი-პარაშუტიზმი” – ეს გახლავთ განსაკუთრებით საშიში ექსტრემალური სპორტის სახეობა, თანაც სულ ახლახან  მოიგონეს იაპონელებმა გინესის წიგნში შესასვლელად და შევიდნენ კიდეც, ამის შემდეგ უკვე არამხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. რა არის ამ მიმდინარეობის დამახასიათებელი ნიუანსები,რაც განსაკუთრებულს ხდის მას?  ჰო .. აი ამაშია საქმე, ჩვეულებრივ შემთხვევაში ყველამ ვიცით თუ როგორ ხტებიან პარაშუტისტები, ზურგზე დამაგრებული პარაშუტიტ ხტებიან  საკმაოდ დიდი სიმაღლიდან, ამ შემთხვევაში , ექსტრემალი საკმაოდ დიდ სიმაღლეზე ადის თვითმფრინავით, ჯერ აგდებს პარაშუტს, შემდეგ ხტება თვითონ, თუ მან ჰარში ვერ მოახერხა დაეწიოს ჩაგდებულ პარაშუტს და  მოირგოს ტანზე,განწირულია სიკვდილისთვისw645Scott-Palmer-Courtesy-of-Joe-Jennings-Header-960x295

მეორე სახეობა ესაა ” ვულკანური სკეიტბორდინგი” – მისი არსი იმაშია, რომ ყოველგვარი დამცავებისა და დაზღვევების გარეშე ეშვები, ერთი დაფით ვულკანური მთიდან, ეს სახეობაც საკმაოდ ახალია ექსტრემალებისთვის დაახლოებით 2005 წლიდანაა მეტად პოპულარული.

ყველაზე მეტად დამაინტერესა სლექლაინმა, რომელიც ნელ-ნელა საქართველოშიც იკიდებს ფეხს და როგორც გავიგე სლექლაინის ფედერაციაც კი გვქონია 🙂 ამ სპორტის სახეობით დაკავებული ადამიანები, ვარჯიშობენ ერთი ობიექტიდან მეორეზე გაბმულ თოკზე სიარულში, ეს თოკი კი მიწიდან საკმაოდ მაღლაა გაჭიმული(highline), ან ძალიან გრძელი დაშორებით (Longline) , ასევე შესაძლებელია სლექლაინზე სხვადასხვა სტატიკური ილეთების შესრულებაც (Trickline) მოკლედ საკმაოდ ექსტრემალური და სახალისო სპორტია…:)

შემდეგი სპორტი არის “მოტოკროსი”, ამ სახეობას აქვს ასევე ფრისტაილ მოტოკროსი, გამოირჩევა თავისი სანახაობრივი სილამაზით, თუმცა იმ ილეთების შესრულება რასაც მოტოციკლეტისტი აკეთებს ჰაერში ურთულესი და სახიფათოა, ამ სპორტის სახეობაში იმართება ჩემპიონატებიც.

მოტოკროსი

ფრისტაილ მოტოკროსი

შემდეგი სპორტი არის ყინულზე ცოცვა, უჰჰ ისეთი მაგარი რამაა, რომ ვწერ მაშინაც კი მაჟრიალებს, წარმოიდგინეთ უზარმაზარი, აი ცხრათავიან დევს რომ ენა ჰქონდა იმხელა ყინულის ენა დაკიდებული გულის გასახეთქად მაღალ სიმაღლეზე და ზედ მცოცავი პატარა არსება, ყოველგვრი დაზღვევის გარეშე ^_^ ოჰოჰო რა სიგიჟეაა, უუმაგრესი გრძნობააა 🙂

alpine-climbing_eis-und-mixedklettern_cerro-torre_c3_2178x1452

1082082830

Craig Pope finesses up a fractured pillar on Airborne Ranger, a 275′ WI6 in Hyalite Canyon near Bozeman, Montana.

კლდიდან წყალში ხტომა კიდევ ერთი არანორმალურად მაგარი  რამ, რასაც ალბათ ვერასდროს შევძლებ, ძალიან მაგარი და საკმაოდ საშიში მყვინთავებისთვისაც კი, ექსტრემალები ხტებიან საკმაოდ დიდი სიმაღლის ფრიალო კლდიდან წყალში, ამ სახეობას ჰავაიში ჩაეყარა საფუძველი.

მოკლედ სულ ეს არის ამ ეტაპზე, ექსტრემალური სპორტის სახეობების მიმოხილვას გავაგრძელებ კიდევ 🙂 იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ წამით :*