street spirit(fade out)

ცნობილი ინგლისური ალტერნატიული როკ-ჯგუფის radiohead-ის სიმღერა street spirit(fade out) არის ჩემთვის ძალიან საყვარელი,დღეში მილიონჯერ ვუსმენ, ამიტომაც ერთი სიმღერის ისტორიის კატეგორიაში ეს სიმღერა პირველი იქნება.

ეს სიმღერა ჯგუფის სოლისტმა ტომ იორკმა დაწერა, იგი შესულია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში, რომელიც 1995 წელს გამოვიდა. ჯგუფის სოლისტი ტომ იორკი ამ სიმღერას ჯგუფის ყველაზე სევდიან სიმღერად მიიჩნევს და ახასიათებს როგორც ბნელ გვირაბს, რომლის  ბოლოს სინათლე არ ჩანს. როგორც მან აღნიშნა ტექსტის დასაწერად ინსპირაციად გამოიყენა ბენ ოკრის ნოველა “ნაშიმშილები გზა”, ხოლო მუსიკის შესაქმნელად ცნობილი ჯგუფი R.E.M.-ის შემოქმედება, თავდაპირველად სიმღერას ერქვა “Three Headed Street Spirit”,  ჯგუფის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს საბოლოოდ ის, რაც ახლა ჰქვია.

ტომ იორკი  ამ სიმღერასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს შემდეგს:”street spirit არის ჩვენი სიმღერებიდან ყველაზე სუფთა, მაგრამ მე ის არ დამიწერია, ის თვითონ დაიწერა, თავისთავად, ჩვენ უბრალოდ ვართ მაცნეები,მისი მისამღერი საოცრად მისტიურია ჩემთვის, მინდოდა ისეთი სიმღერა დამეწერა რომელიც სრულ უიმედობას გადმოსცემდა. ყველა  ჩვენს სევდიან სიმღერას სადღაც მაინც აქვს იმედისმომცემი შუქი, ეს სიმღერა კი ბნელი გვირაბია, ბოლოში ნათელის გარეშე. მე გამოვაცალკევე ჩემი ემოციური რადარი ამ სიმღერისგან, ისე ვერ შევასრულებდი, გავსკდებოდი ან სცენაზე დავეცემოდი, აი რატომ არის მისი ტექსტი მხოლოდ კონებად შეკრული პატარა ისტორიები.

ჩვენი ფანები არიან ძალიან გულადები, რადგან მე ამ სიმღერით ვაღწევ მათში, ან ისინი ვერ აცნობიერებენ  თუ რას უსმენენ.  ისინი ვერ აღიქვამენ იმას, რომ street spirit  არის სიმღერა ფართოდ გახელილ თვალებში მომზირალი ეშმაკზე და არ იციან, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ბოლო სიცილი მაინც ეშმაკს ეკუთვნის. ეშმაკს მართლაც ეკუთვნის ბოლო სიცილი ყველანაირი გამონაკლისის გარეშე და რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ ამაზე, მითუფროა საშიშროება რომ გავსკდე, ავფეთქდე.

სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვუკრავთ ამ სიმღერას კონცერტის დასასრულს….

ესეც სიმღერა,დატკბით 3:)