აპრილის ერთ-ერთ საუკეთესო დილას ასი პროცენტით იდეალური გოგოს ნახვა

აპრილის ერთ მშვენიერ დილას მივსეირნობდი ასი პროცენტით იდეალური გოგოს გვერდით, ტოკიოს მეზობლად ფეშენებელური უბნის ჰარუიოკუს , ერთ ვიწრო ქუჩაზე.

სიმართლე რომ ითქვას, ის ლამაზად არ გამოიყურება. ის არაფრითაა გამორჩეული. არც მისი ტანსაცმელია რაიმეთი გამორჩეული, უკან მისი თმა ჯერ კიდევ ისეთი აჩეჩილია, როგორც ახალგამოღვიძებულზე. ის არ არის ძალიან ახალგაზრდა, ალბათ დაახლოებით 30 წლისაა, გოგონაც არ ეთქმის, გამართულად მოსაუბრეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემგან 50 იარდის დაშორებითაა, ვგრძნობ, ის ასი პროცენტით იდეალური გოგოა ჩემთვის. მაშინ, როცა მას ვხედავ, რაღაც გრგვინავს ჩემს მკერდში და პირი მიხდება ისეთი გამომშრალი, როგორც უდაბნო.

შესაძლოა თქვენც გაქვთ საკუთარი განსაკუთრებული და ფავორიტი კრიტერიუმები გოგონების მიმართ – ვიღაცას მოსწონს გამხდარ მუხლებინი ან დიდ თვალებიანი, ან ნატიფი თითებით, ან თქვენ არ ხართ კარგად განწყობილი იმ გოგონებისადმი, როლებიც  დიდ დროს უთმობენ საჭმელს. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი პარამეტრები.

რესტორანში ხანდახან ჩემს თავს გამოვიჭერ ხოლმე, თუ როგორ ვაშტერდები გვერდით მაგიდასთან მჯდომ გოგონას, რადგან მომწონს მისი ცხვირის ფორმა.

თუმცა ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ეს ასი პროცენტით იდეალური გოგო შეესაბამება რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმს. იმდენად მომწონს ზოგადად ცხვირები, რომ არ შემიძლია გავიხსენო მისი ცხვირის ფორმა, ერთადერთი რაც ნათლად მახსოვს, ის არ იყო დიდებულად ლამაზი. ეს არის ბედისწერა.

“გუშინ ქუჩაში ასი პროცენტით იდეალურმა გოგონამ ჩამიარა გვერდით“ – ვუთხარი ვიღაცას.

„მართლა, კარგად გამოიყურებოდა?“ – მკითხა მან.

„არც ისე“.

„შენს გემოვნებას შეესაბამებოდა მერე?“

„არ ვიცი. არაფერი მახსოვს მის შესახებ – არც მისი თვალის ფორმა ან მკერდის ზომა.“

„უცნაურია.“

„ჰო,უცნაური.“

„ მოკლედ,“ – თქვა მან,უკვე მოწყენილად, „რამე გააკეთე? გამოელაპარაკე? გაჰყევი?“

„არაა, უბრალოდ ჩავუარე გვერდით.“

ის მიდიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მე კი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ნამდვილად სასიამოვნო აპრლის დილა იყო.

კარგი იქნებოდა გამოვლაპარაკებოდი, ნახევარი საათი სრულიად საკმარისი იქნებოდა, უბრალოდ შევეკითხებოდი მის შესახებ რაღაცეებს, მოვუყვებოდი ჩემს შესახებ, თუ რისი კეთება მიყვარს სინამდვილეში – ავუხსნიდი ბედისწერის კომპლექსურობას, რომელმაც წარმართა ჩვენი გვერდიგვერდ ჩავლა ჰარუიუკის ქუჩაზე, 1981 წლის ლამაზ აპრილის დილას. ეს იყო რაღაც იმდაგვარი თითქოს გამოიტენო თავი თბილ-თბილი საიდუმლოებებით, კვლავ თავიდან იქმნები, როგორც ანტიკური საათი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისას.

საუბრის შემდეგ, გვექნებოდა ლანჩი სადმე, შესაძლოა გვენახა ვუდი ალენის ფილმი, შევივლიდით ჰოტელის ბარში კოქტეილისთვის. ბოლოს ბედისწერისვე დახმარებით   ლოგინში აღმოვჩნდებოდით.

შესაძლებლობები ჩემი გულის კარზე აკაკუნებს.

ახლა ჩვენს შორის დისტანცია 15 იარდამდე შემცირებულიყო.

როგორ შეიძლება დავლაპარაკებოდი მას? რა უნდა მეთქვა?

სასაცილოა. მე გამოვიყურებოდი, როგორც სადაზღვეო აგენტი.

„მაპატიეთ, აქვე ახლოს  ღამის დამლაგებელი ხომ არ იცით ?“

არა, ეს უბრალოდ ძალიან სასაცილოა, არ მადარდებს არც ერთი სამრეცხაო, ვინ ყიდულობს ასე მომსახურებას?

შესაძლოა უბრალოდ პირდაპირ ვუთხრა:“ დილა მშვიდობის, შენ ხარ ჩემთვის  ასი პროცენტით იდეალური გოგო.“

არა, ამას არ  დამიჯერებს. ან შესაძლოა მას საერთოდ არ მოუნდეს ჩემთან საუბარი, მეტყვის – ბოდიში, მე ვფიქრობ, არ ვარ შენთვის ასი პროცენტით იდეალური გოგო, არც შენ ხარ ჩემთვის ასი პროცენტით იდეალური ბიჭი. შესაძლოა ასეც მოხდეს. წარმოვიდგინე ჩემი თავი ასეთ სიტუაციაში და მე მივხვდი, რომ დავიშლებოდი ნაწილებად. ვერასდროს შევძლებდი შოკიდან გამოსვლას. მე 32 წლის ვარ და ასეთი რაღაცეები გვემართება ხოლმე როცა ვიზრდებით.

ჩვენ ერთმანეთს ჩავუარეთ მაღაზიის ყვავილების წინ. პატარა, თბილი ჰაერი შეეხო ჩემს კანს. ასფალტი სველი იყო და ამავე დროს ვგრძნობდი ვარდების სურნელს. ვერაფრით შევძელი მეიძულებია თავი მას გამოვლაპარაკებოდი.გოგონას თეთრი სვიტერი ეცვა, მარჯვენა ხელში  ეჭირა თეთრი გამჭვირვალე კონვერტი, რომელსაც მხოლოდ მარკა აკლდა. მაშ ასე: მან დაუწერა ვიღაცას წერილი, შესაძლოა მთელი ღამე წერაში გაათენა, ამიტომაც აქვს გამოუძინებელი თვალები. შესაძლოა კონვერტი ინახავდეს ყველა მის საიდუმლოს, რაც კი ჰქონია.

მე გადავდგი რამდენიმე დიდი ნაბიჯი და მოვბრუნდი, ის ბრბოში მიმალულიყო.

ახლა უკვე ვიცი, თუ რა შეიძლება ვუთხრა მას. ეს იქნება საკმაოდ დიდხნიანი საუბარი, ვფიქრობ, სიტუაციის ადეკვატური შეფასებისგან შორს ვარ.

ჰო ასე, შესაძლოა ასე დავიწყო „იყო და არა იყო რა“ და დამთავრდებოდა „ სევდიანი ისტორიაა, ასე არ ფიქრობ?“

იყო და არაიყო რა, ცხოვრობდა ერთი გოგო და ერთი ბიჭი. ბიჭი იყო თვრამეტი წლის, ხოლო გოგო თექვსმეტის. ბიჭი არ იყო ჩვეულებრივად სიმპატიური, არც გოგო იყო საოცრად ლამაზი. ისინი უბრალოდ მარტოსული ბიჭი და მარტოსული გოგო იყვნენ, როგორც ყველა. თუმცა მათ მთელი გულით სწამდათ, რომ სადღაც სამყაროში  ცხოვრობდა ასი პროცენტით იდეალური ბიჭი და ასი პროცენტით იდეალური გოგო მათთვის. დიახ, მათ სჯეროდათ სასწაულების. და ეს სასწაული როგორც ყოველთვის ხდებოდა.

ერთ დღეს ისინი შეხვდნენ ქუჩის კუთხეში.

„ეს საოცრებაა,“ – თქვა ბიჭმა. „მთელი ცხოვრებაა მე შენ გეძებდი.შეიძლება არ დაიჯერო , მაგრამ შენ ხარ ჩემთვის ასი პროცენტით იდეალური გოგო.“

„და შენ,“ უთხრა გოგომ ბიჭს, „შენ ხარ ჩემთვის ასი პროცენტით იდეალური ბიჭი, ზუსტად ასეთი წარმომედგინე, თითქოს სიზმარია.“

ისინი დასხდებიან სკამზე პარკში, და მოუყვებიან ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს, აღარასდროს იქნებიან მარტოსულები. ისინი იპოვნიან ერთმანეთს, იპოვნიან თავ-თავის ასი პროცენტით იდეალურ მეორე ნახევრებს. რა მაგარი რამაა ასეთი რამის პოვნა, ასი პროცენტით იდეალური ადამიანის პოვნა. ეს სასწაულია, კოსმიური სასწაული.

მანამ, სანამ ისინი სხედან და საუბრობენ , საიდანღაც შეაღწევს მათ გულებში სულ პაწაწინა, პატარა, ეჭვის ნაპერწკალი: არის კი ყველაფერი ისე როგორც სიზმარსა და ოცნებებში წარმოედგინათ, შესაძლოა ასე მარტივად ოცნებები რეალობად იქცეს?

და როდესაც საუბრის დროს, მომენტალურად ჩამოწვება სიმშვიდე , ბიჭი ეტყვის გოგოს „ მოდი გამოვცადოთ ჩვენი თავები, მხოლოდ ერთხელ. თუ მართლაც ასი პროცენტით იდეალური შეყვარებულები ვართ, მაშინ ერთხელ,  სხვადასხვა მხარეს წავიდეთ,  სადმე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ყოველგვარი შეცდომის გარეშე და როდესაც ეს მოხდება და ჩვენ კვლავ დავრწუნდებით იმაში, რომ ჩვენ მართლაც ასი პროცენტით იდეალური წყვილი ვართ, მაშინ შეგვეძლება ვიქორწინოთ. რას ფიქრობ ამაზე?“

„დიახ,“ თქვა მან, „ეს არის ის, რაც ნამდვილად უნდა გავაკეთოთ.“

და ასე, ისინი გაიყვნენ, გოგონა წავიდა აღმოსავლეთისკენ და ბიჭი დასავლეთისკენ.

ის გამოცდა, რომელსაც ერთხელ ისინი დათანხმდნენ, უკიდურესად არასაჭირო იყო. მათ შეეძლოთ არასდროს წამოეწყოთ ეს, რადგან ისინი მართლა, ჭეშმარიტად ასი პროცენტით იდეალური შეყვარებულები იყვნენ, და ის ,რომ შეხვდნენ ერთმანეთს, იყო სასწაული. მაგრამ შეუძლებელი იყო ეს მათ გაეაზრებინათ, ასეთია ახალგაზრდობა. ბედისწერის ცივი, ინდეფერენტული ტალღები შეუწყალებლად განაგრძობდა მათ აღელვებას.

ერთ ზამთარს, ორივეს, ბიჭსაც და გოგოსაც შეხვდა საშინელი ვირუსი, რამდენიმე კვირის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბრძოლის შემდეგ, მათ დაკარგეს მეხსიერება, დაავიწყდათ განვლილი წლები, როდესაც გაირვიძეს, მათი თავები იყო ისეთი ცარიელი, როგორც ახალგაზრდა ლოურენსის ყულაბა.

ისინი იყვნენ ნათელი,უდრეკი ახალგაზრდები, რომელთაც შეეძლოთ, მიუხედავად დაავადების ეფექტისა, კვლავ აღედგინათ ცნობიერება და დაებრუნებინათ ის შეგრძნებები, რაც მანამდე ჰქონდათ, ასე დაუბრუნდებოდნენ  საზოგადოებას, როგორც სრულყოფილი წევრები.

სამოთხე ნამდვილა ქებას იმსახურებს, ისინი გახდნენ კვლავ ნამდვილი მოქალაქეები, რომლებმაც იცოდნენ თუ როგორ უნდა გადამჯდარიყვნენ მეტროს ერთი სადგურიდან მეორეში, მათ კარგად იცოდნენ როგორ უნდა მიეტანათ საფოსტო ოფისში სპეციალურად ჩასაბარებელი წერილი, ჰო მართლა, მათ კვლავ დააგროვეს სიყვარულის გამოცდილება, ხანდახან 75% ით ან 85 % ით უყვარდათ.

დრო საშინელი სიჩქარით მიქროდა, მალე ბიჭი გახდა 32 წლის, გოგო კი ოცდაათის.

ერთ ლამაზ აპრილის დილას, დღის დასაწყებად ყავის ძებნაში, ბიჭი მისეირნობდა დასავლეთიდან აღმოსავლეთით, სწორედ იმ ვიწრო ქუჩაზე ტოკიოს მეზობლად, ჰარაიუკუში,  მაშინ, როცა გოგონა ცდილობდა გაეგზავნა სპეციალურად-ჩასაბარებელი წერილი და მისეირნებდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მათ ერთმანეთს ჩაუარეს  ქუჩის ცენტრში, მბჟუტავმა ნაპერწკალმა გაიელვა მათ წაშლილ ცნობიერებაში და შეაღწია ღრმად მათ გულებში. ორივემ იგრძნეს ძგერა მკერდში და მათ გააცნობიერეს:

ის არის ასი პროცენტით იდეალური გოგონა ჩემთვის.

ის არის ასი პროცენტიტ იდეალური ბიჭი ჩემთვის.

თუმცა მათი მოგონებების ალმური მისუსტებულიყო, მათი ფიქრები აღარ იყო ისეთი ნათელი, როგორც წლების წინ. სიტყვების გარეშე, მათ ჩაუარეს ერთმანეთს, შეერიენ ბრბოს… სამუდამოდ..

საშინლად სევდიანი ისტორიაა, ასე არ ფიქრობთ?

დიახ, ასეა, ესაა ის, რაც უნდა მეთქვა მისთვის.

ავტორი: ჰარუკი მურაკამი ❤

თარგმანი ჩემი ^_^

Take it or Leave it

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იმ 10 ყველაზე საშიშ მწვერვალს, რომელიც დედამიწაზეა, სხვა პლანეტებზე ჯერ არ ვიცი რა ხდება 🙂  ეს ათეული ისეთი მაგარიაა, რომ ვუყურებ მათ ფოტოებს, მმგონია გული გამიჩერდება, ყელში ბურთულა მეკვეტება და უჰჰ როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, ერთ-ერთის დალაშქვრა, რომ შემეძლოს ❤ მაშ ასე:

#1. ანაპურნა (ზ.დ. 8,091 მ) – ეს მწვერვალი სიმაღლით  მეათეა მსოფლიოში, 130-მა ალპინისტმა მიაღწია ავალანჩ-ფრონ პიკზე, მაგრამ აქედან 53 ემსხვერპლა აქ ასვლას, ანაპურნაზე ასვლის ფატალურად დასრულების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია, პროცენტებში რომ წარმოვიდგინოთ ეს უტოლდება 41%-ს.

60047-1600x1200-Annapurna_-_Nepal

#2. ნანგა პარბატი (ზ.დ. 8,126მ)- მას მოიხსენიებენ როგორც ადამიანთა მჭამელს, ეს კლდოვანი მონსტრი მდებარრეობს ქაშმირის რეგიონში, ის არის უზარმაარი კლდოვან-ყინოლოვანი მთაგრეხილი. უმაღლესი წერტილი სიმაღლით მეცხრეა მსოფლიოში და მდებარეობს მსოფლიოში ყვეელაზე მაღალი მთის სამხრეთ კალთაზე, ნანგა პარბატმა შეიწირა 31 ადამიანის სიცოცხლე იქამდე, სანამ 1953 წელს ოსტინ ჰერმან ბულმა არ დაიპყრო.

#3. სიულა გრანდე- პერუს ანდები (ზ.დ. 6,344მ ) – 1985 წელს  ჯო სიმპსონისა და სიმონ იატეს დუეტმა, რომელთა მოგზაურობის აღმწერელი წიგნის მიხედვითაც გადაიღეს შემდეგ ფილმი „შეხება სიცარიელესთან“, სცადეს  სიულა გრანდეს დასავლეთ ფერდობის დაპყრობა, ეს ფერდი იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, ვერტიკალური ციცაბო კლდე, რომელზეც არავინ იყო ასული. მათ შეძლეს მწვერვალამდე მიღწევა, თუმცა სიმპსონი დაეცა უკანა გზაზე, მოიტეხა ფეხი.  სიმონმა თოკის დახმარებით ჩაუშვა დაბლა დაშავებული სიმპსონი, ამის შემდეგ ის ვეღარ ხედავდა მას, რამდენიმე საათის შემდეგ, დაბლა ჩასრიალება დაიწყეს, სიმპსონს აღარ შეეძლო თავისით დაზღვევის გაკეთება, სიმონმა გადაჭრა თოკი. საოცარია, მაგრამ სიმპსონი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაავარდა 30 მეტრი სიღმის ნაპრალში, სამი დღის განმავლობაში იკვებებოდა გამდნარი თოვლით, ამ დუეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახლში დაბრუნებულიყო.

#4. კა2 (ზ.დ. 8,611მ)- პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე- მსოფლიოში სიმაღლით მეორეა, ეს მწვერვალი საშინელი რეპუტაციით სარგებლობს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მის დასაპყრობად ქალები მიდიან. პირველი ქალი ალპინისტი, რომელმაც შეძლო მისი დაპყრობა გახლდათ ლეგენდარული პოლონელი ალპინისტი ვანდა რუტკიევიჩი, რომელმაც ეს მწვერვალი დაიპყრო 1986 წლის ივნისში. შემდეგი 18 წლის განმავლობაში ის ხუთი ქალი, რომელმაც სცადა მწვერვალის დაპყრობა, კა2-მა შეიწირა. სამი მათგანი დაიღუპა კა2-დან დაშვებისას, ორი კი- მთის ახლოს. რუტკიევიჩმა ასევე დაიპყრო კანგჩენიუანგი 1992 წელს. საბოლოოდ ეს წყევლა გატეხა 2004 წელს ედურნე პასაბანმა, 31 წლის ესპანელმა ალპინისტმა.

#5. კანგჩენიუანგი (ზ.დ. 8,586 მ)- ინდოეთსა და ნეპალს შორის საზღვარზე- 1999 წელს, ჯეიმს ბონდის ახალ ნოველაში ჩანს თუ როგორ მიაბიჯებ აგენტი ამ მთის დრამატულ ქედებზე, ამ ფილმის გმირი ჩერდება და ტკბება იმ შესანიშნავი ხედებით, რაც ირგვლივაა, თუმცა არც ასეა საქმე, ის რაც ასე ლამაზად გამოიყურება შეიძლლება იტყუებოდეს. ზვავები და ცოტაოდენი სიცივ ქმნის ამ მთას, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინბელ მთად.

#6. მატერჰორნი (ზ.დ.4,478მ) – შვეიცარიასა და იტალიას შორის საზღვარზე – ამ დროისათვის მატერჰორნის საშიშობა გამოიხატება მის პოპულარობაში, მოწადინებული ტურისტების მიერ ზემოდან დაგორებული ფხვიერი ქანები ხშირად იმსხვერპლებს ხოლმე დაბლა მომავალ ტურისტებს.

#7. ევერესტი (ზ.დ. 8,848 მ)- ნეპალსა და ჩინეთს შორის საზღვარზე- ეს სტატუსი იკისრა ამ მწვერვალმა უფრო იმიტომ, რომ მიმოიხილება ყველა ის მკვლელი მწვერვალი, რომელიც არსებობს სამყაროში, სიმართლე რომ ითქვას, მასზე სიკვდილიანობის პროცენტი არ არის მაღალი – მხოლოდ 9 %.

#8. მწვერვალი ვაშინგტონი(ზ.დ1,917მ) – ნიუჰემფშირი – გამოცდილებით ისეთი მკვლელი მთა, როგორც ნიუ ჰემფშირის მწვერვალია, ბევრი არაა სამყაროში, სწრაფად ცვალებადი ამინდი, ქარი უცბად იქცევა ქარიშხლად, ზაფხულში ყინულის ნაწრები მისრიალებენ მის ფერდობებზე, რომლებმაც 100 სიცხლე შეიწირეს, ტემპერატურა მწვერვალის პიკზე შეიძლება დაეცეს -45 ცელსიუსამდე, ამ მწვერვალზე ქარის სიჩქარესაც აქვს რეკორდი დამყარებული 231 მილი საათში.

#9. დენალი (ზ.დ. 6,190მ)- ალასკა – ეს მთა მიწისძვრებისგან დაიშალა, ზღვის დონიდან სიმაღლისა და ექსტრემალური ბილიკების კომბინაცია ქმნის საშიშ გარემოს, მთის პიკზე ჟანგბადი თითქმის არ არის, რაც ასევე დამატებითი საფრთხეა.

#10. ფუჯიამა(ზ.დ. 3,776მ)- იაპონია – ხანდახან არ არის საჭირო იყო მაღალი მთა, რათა სიკდილიანობა იყოს მაღალი, აი, ავიღოთ მთა ფუჯიამა, ამ მთის გარშემო არის ხეების ზღვა, კედარის გრძელი სივრცეები, ფიჭვი და ბზის ხეები იქამდე, სადაც ლავა და ფერფლია, ეს ლავა არის 1707 წლის მასიური ამოფრქვევიდან დღემდე. ეს ტყე ცნობილია, როგორ აოკიგაჰარა, იაპონელი ხალხისთვის ეს ტყე ითვლებოდა საუკეთესო ადგილად სიკვდილისთვის. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტყეში ბინადრობენ გველები, ველური ძაღლები და თვით დემონებიც კი.